კანის 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალის კინობაზრობაზე სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“, ეროვნულ კინოცენტრთან ერთად, ქართული პავილიონი წარადგინა. უცხოელ კინომწარმოებლებს, დისტრიბიუტორებსა და დამთვალიერებლებს შესაძლებლობა აქვთ, გაეცნონ საქართველოს ტერიტორიაზე აუდიო-ვიზუალური პროდუქციის წარმოების პირობებს და მიიღონ ინფორმაცია სააგენტოს პროგრამის შესახებ.
გარდა ამისა, „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით კანის კინოფესტივალზე ორი ქართული ფილმის ჩვენება გაიმართება. 22 მაისს ფესტივალის მაყურებელი იხილავს ნანა ჯანელიძის „იარე, ლიზა“ და ირინე ჟორდანიას „ჰაერი ლურჯი აბრეშუმია“.