„ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ გადაწყვეტილება

ორდღიანი მასშტაბური პროტესტისა და საერთაშორისო პარტნიორების უპრეცედენტო ნეგატიური შეფასებების შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობამ უკან დაიხია. საკანონმდებლო ორგანოში „ხალხის ძალის“ მიერ ინიციებული და „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პირველი მოსმენით დამტკიცებული კანონპროექტი უკან უნდა გაიწვიონ. გადაწყვეტილების შესახებ გავრცელდა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს, „ხალხის ძალის“ და საპარლამენტო უმრავლესობის ერთობლივი განცხადება. წერილში ნათქვამია, რომ ხდება პროექტის გაწვევა ყოველგვარი დათქმებისა და წინაპირობის გარეშე, ასევე, ემოციური ფონის ჩაცხრომის შემდეგ, იგეგმება საზოგადოებასთან შეხვედრები და განმარტებები, რატომ არის მნიშვნელოვანი ეს ინიციატივა.

საპარლამენტო უმრავლესობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო