დღევანდელი ყრილობის შემდეგ „ქართული ოცნების“ ლიდერები გუნდში წარმოქმნილ უთანხმოებაზე უკვე ღიად საუბრობენ, თუმცა დაპირისპირების მიზეზებს არ აკონკრეტებენ.
მმართველი გუნდის წევრები ამ დროისთვის პრობლემას ამოწურულად აცხადებენ და ბიძინა ივანიშვილის დაბრუნების შემდეგ პარტიის გაძლიერებას ელოდებიან. მათივე კომენტარების მიხედვით „ქართულ ოცნებაში“ ცვლილებები გამორიცხული არ არის.
მმართველ პარტიაში მიმდინარე პროცესების გარდა ლიდერებს განმარტებების გაკეთება კიდევ ერთ თემაზე მოუხდათ – 21-დან 15 წევრამდე შემცირებული პოლიტსაბჭოსგან გასხვავებით, ყრილობაზე საპარლამენტო უმრავლესობა არასრული შემადგენლობით იყო წარმოდგენილი.
შორენა ხვიჩია მუშაობდა თემაზე.