„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანია

„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჩუღურეთის დელეგატი, გია ვოლსკი შანთახის დასახლებაში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრას პარლამენტის წევრი რიმა ბერაძე, ასევე ჩუღურეთის გამგებელი და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატიც ესწრებოდნენ. მათ მოსახლეობისგან პრობლემების შესახებ ინფორმაცია მიიღეს. გია ვოლსკის განცხადებით, საკითხების უმეტესობა მათ საარჩევნო პროგრამაში უკვე გაწერილია.