საქართველოს უნგრეთისგან 14-15 დეკემბრის სამიტზე სრული მხარდაჭერა ექნება.
პირობა „ქართული ოცნების“ დელეგაციამ ბუდაპეშტში მიიღო. უნგრეთი საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მომხრეა. საკანონმდებლო და აღმასრულებელ დონეზე გამართულ ყველა შეხვედრაზე ქვეყნისადმი სრული მხარდაჭერის დემონსტრირება მოხდა. ქართული მხარე დარწმუნებულია, რომ ევროკავშირის 27-ვე ქვეყანას საქართველოს საკითხზე სრული კონსენსუსი ექნება და ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია ოფიციალურად გაფორმდება. შეიძლება თუ არა, რომ უკრაინისადმი უნგრეთის კრიტიკულმა პოზიციამ და წინააღმდეგობამ ბარიერი საქართველოსაც შეუქმნას – ოფიციალური თბილისი ამ საფრთხეს გამორიცხავს.