ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ 2024 წლის არჩევნებში „ქართული ოცნება“ საპარლამენტო უმრავლესობას მოიპოვებს. პარტიის თავმჯდომარის თქმით, ახლა ერთ-ერთი მთავარი მიზანი მოსახლეობის დეზინფორმაციისგან დაცვაა. სწორედ ამ გზავნილებით იწყებს შეხვედრებს ღარიბაშვილი პარტიულ აქტივთან და მხარდამჭერებთან. პირველი შეხვედრა უკვე გაიმართა აჭარაში.
ბათუმის დრამატულ თეატრში მხარდამჭერებს, ღარიბაშვილთან ერთად, პარტიის გენერალური მდივანი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეც შეხვდნენ. ჯამში 100 დღის განმავლობაში, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ათ რეგიონს ეწვევა.