„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე წინასაარჩევნო გარემოს აფასებს. მისი განცხადებით, ბოლო დროს მომხდარი დაპირისპირებები „ნაციონალური მოძრაობის“ დაგეგმილი პროვოკაციაა. კობახიძე ამბობს, რომ მსგავსი დაძაბულობა წინასაარჩევნოდ მხოლოდ ამ პოლიტიკური ძალის ინტერესებშია. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ეს განცხადებები რეგიონული საარჩევნო შტაბების შეხვედრაზე გააკეთა. დღეს ირაკლი კობახიძე გორისა და მცხეთის შტაბების წარმომადგენლებს შეხვდა.