„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტიის გენერალური მდივანი რეგიონებში შეხვედრებს აგრძელებენ. ამჯერად ირაკლი ღარიბაშვილი ქუთაისში იმყოფებოდა, სადაც პარტიულ აქტივთან საარჩევნო გეგმებსა და მოლოდინებზე ისაუბრა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ 2024 წლის არჩევნებში მმართველი გუნდი საპარლამენტო უმრავლესობას მოიპოვებს.
ირაკლი ღარიბაშვილი 100 დღის განმავლობაში, ჯამში 10 რეგიონში ჩავა.