„ქართული ოცნების“ შეხვედრები რეგიონებში

„ქართული ოცნება“ რეგიონებში შეხვედრებს აგრძელებს. პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი, პარტიის აღმასრულებელ და რეგიონულ მდივნებთან ერთად, ამჯერად ზუგდიდს ეწვია და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის პარტიულ აქტივთან შეხვედრა გამართა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ გამარჯვება არის უალტერნატივო გამოსავალი იმისთვის, რომ ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა შენარჩუნდეს, მმართველი გუნდის მთავარი მიზანი კი საპარლამენტო არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაა. ირაკლი ღარიბაშვილი შეხვედრებს 100 დღის განმავლობაში ჯამში ათ რეგიონში გამართავს.