„ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის მასშტაბით პარტიული კონფერენცია ამჯერად ხელვაჩაურში გამართა. მმართველი გუნდის ლიდერები თანაპარტიელებსა და მხარდამჭერებს დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ. კონფერენციის შემდეგ, ლიდერებმა განაცხადეს, რომ კონფერენციები პარტიის განვითარებისა და გაძლიერების მიზნით დაიგეგმა, ირჩევენ ყველა მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და ბიუროს შემადგენლობას. ხელვაჩაურის „ქართული ოცნების“ ორგანიზაციის თავმჯდომარედ ქალაქის მოქმედი მერი, ზაზა დიასამიძე აირჩიეს. თავმჯდომარეები აირჩიეს ბათუმში, ხულოში ქედასა და შუახევში.