„ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის მასშტაბით პარტიული კონფერენციები ბათუმიდან დაიწყო. მმართველი გუნდის ლიდერები დღეს თანაპარტიელებსა და მხარდამჭერებს ბათუმის დრამატულ თეატრში, დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ. როგორც ლიდერებმა განაცხადეს, კონფერენციები პარტიის განვითარებისა და გაძლიერების მიზნით დაიგეგმა, ყველა მუნიციპალიტეტში ირჩევენ ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და ბიუროს შემადგენლობას. ბათუმში „ქართული ოცნების“ ორგანიზაციის თავმჯდომარედ ქალაქის მერი, არჩილ ჩიქოვანი აირჩიეს. უკვე ხვალ კონფერენციები დაგეგმილია მაღალმთიანი აჭარის მუნიციპალიტეტებში.