„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანია გრძელდება. შეხვედრები მიმდინარეობს რეგიონებში. ლიდერებმა მთავარი გზავნილების შესახებ ამჯერად რაჭაში ისაუბრეს. „26 ოქტომბერს გავიდეთ არჩევნებზე და გადამწყვეტი ნაბიჯი გადავდგათ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი მომავლისთვის. მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ამბროლაურში სიტყვით გამოსვლისას. მისი თქმით „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ უნდა დაამარცხოს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ და საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, რაც მისი განცხადებით, ქვეყნის გრძელვადიანი სტაბილურობისა და მშვიდობიანი განვითარებისთვისაა აუცილებელი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 2012 წლის შემდეგ, ეს ყველაზე გადამწყვეტი არჩევნებია.