პოლიციის მთავარ სამმართველოში რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდა დღეს „ქართული ოცნების“ წევრი, არჩილ გორდულაძე. გამოძიებას მასთან შეკითხვები „ქართული ოცნების“ მიმართვის საფუძველზე დაწყებული საქმის ფარგლებში ჰქონდა.
„ქართულ ოცნებაში“ ამტკიცებენ რომ მათი მხარდამჭერების ნაწილი ოპოზიციამ სხვადასხვა უბანზე ფარულად დაარეგისტრირა დამკვირვებლად, შედეგად მოქალაქეებმა ვერ მიიღეს მონაწილეობა კენჭისყრაში საკუთარ საარჩევნო უბნებზე.