საკონსტიტუციო უმრავლესობის აუცილებლობა, მშვიდობის მნიშვნელობა და რეიტინგები – „ქართული ოცნების“ მთავარი გზავნილები და წინასაარჩევნო შეხვედრები რეგიონებში. მცხეთაში შეკრებილებს „ქართული ოცნების“ ლიდერებმა მიმართეს. შეხვედრას პარტიის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ესწრებოდა. ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობას 26 ოქტომბერს აქტიურობისკენ და მაქსიმალური მობილიზებისკენ მოუწოდა.
კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ მმართველი გუნდისთვის არჩევნები რეფერენდუმია, სადაც ქვეყნის მომავლის ბედი წყდება. ყველა ლიდერმა გამოსვლაში ხაზი გაუსვა, რომ პარტიის მთავარი ამოცანა საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაა. განმარტეს ის ოთხი გეგმაც, რისთვისაც საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება სჭირდებათ. მათ შორისაა „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლება და სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენება.