მმართველმა პარტიამ რეგიონებში წინასაარჩევნო შეხვედრები დაიწყო.
პირველი რეგიონული ღონისძიება მცხეთაში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ადგილზე შეკრებილებს „ქართული ოცნების“ ლიდერებმა მიმართეს. შეხვედრას ესწრებოდა პარტიის დამფუძნებელ და საპატიო თავმჯდომარე. ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობას 26 ოქტომბერს აქტიურობისკენ და მაქსიმალური მობილიზებისკენ მოუწოდა. მმართველი გუნდისთვის არჩევნები რეფერენდუმია, სადაც ქვეყნის მომავალის ბედი წყდება. ყველა ლიდერმა გამოსვლაში ხაზი გაუსვა, რომ პარტიის მთავარი ამოცანა საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაა. განმარტეს ის ოთხი გეგმაც, რისთვისაც საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება სჭირდებათ. მათ შორისაა „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლება და სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენება.