მოქმედი დეპუტატების დიდი ნაწილი „ქართული ოცნების“ ახალ საარჩევნო სიაშია.
150-კაციან ჩამონათვალში არიან საკრებულოს მოქმედი დეპუტატებიც, ასევე პოლიტიკისთვის ახალი, თუმცა საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახეები. გუნდის სრული შემადგენლობა და საკუთარი პროგრამა მმართველმა პარტიამ ცოტა ხნის წინ წარმოადგინა. თარიღი სიმბოლურად შეირჩა – რვა წლის წინ ამ დღეს „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლება გადაიბარა. სწორედ რვაწლიანი მმართველობის შედეგებს, დღემდე გატარებულ რეფორმებს და სამომავლო გეგმებს მიეძღვნა პარტიის თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლა.
სალომე ქოქიაშვილი ადევნებდა თვალს „ქართული ოცნების“ სიის და პროგრამის პრეზენტაციას.