„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება - ნოდარ ჩაჩუას ჩართვა
საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებას მართავს დღეს თბილისში პარტია „ქართული ოცნება“.
ღონისძიების ოფიციალური ნაწილი 19:00 საათზე დაიწყება. „ქართული ოცნების“ ლიდერები ამომრჩეველს სიტყვით მიმართავენ. თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირის ნაწილზე მოძრაობა გადაკეტილია. ადგილზე მოწყობილია სცენა, დამონტაჟებულია შესაბამისი აპარატურა.