ირაკლი კობახიძე მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, „ქართული ოცნების“ მსგავსად, მაღალი პასუხისმგებლობით აწარმოონ თავიანთი წინასაარჩევნო კამპანია. მისი თქმით, მმართველი პარტიის პასუხისმგებლობაა, ყველაფერი გააკეთოს, რომ არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ, სამართლიან და მშვიდ გარემოში.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ საარჩევნო კამპანიის დროს, კანონის დაცვა ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს. მათი თქმით, კანონდარღვევა სწორედ „ქართული ოცნებისგანაა“ მოსალოდნელი, რადგან ადმინისტრაციული რესურსი და ძალოვანი უწყებები მმართველი გუნდის ხელშია.