„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე საკუთარ ამომრჩეველს გლდანის რაიონში შეხვდა. შეხვედრა სარაჯიშვილის გამზირზე გაიმართა, სადაც ასევე გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, კონსტანტინე ზარნიძე და თბილისის საკრებულოს დეპუტატი შალვა ოგბაიძეც იმყოფებოდნენ. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მათ მათ მოსახლეობას სიტყვით მიმართეს და სამომავლო გეგმებზე ილაპარაკეს. მსჯელობის თემა იყო გლდანის რაიონში არსებული გამოწვევები და მათი მოგვარების გზები.