„ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. რიგით მესამე შეხვედრა დღეს ოზურგეთში გაიმართა, სადაც მოსახლეობას სიტყვით პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მიმართეს. მთავარი აქცენტი კვლავ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაზე გაკეთდა. მიზნებს შორის კი ევროინტეგრაციის გზაზე ღირსებით სვლა, სოციალური პირობების გაუმჯობესება და „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლება დასახელდა. საფრთხეებს შორის პარტიის ლიდერებმა განსაკუთრებულად „გლობალური ომის პარტია“ და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მცდელობები დაასახელეს.
თეა აბსარიძე დეტალებით.