ოპოზიცია მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებს რეფერენდუმად მიიჩნევს და მთავარ ამოცანად ვადამდელი არჩევნების მიღწევას ასახელებს. ოპონენტებისგან გასხვავებით, შემოდგომაზე დანიშნულ არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებაში დარწმუნებულია მმართველი გუნდი, რომელიც აქტიურ საარჩევნო კამპანიას განაგრძობს.
აჭარის შემდეგ გურია – „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები ამჯერად ოზურგეთში, ჩოხატაურსა და ლანჩხუთში დასახელდნენ. გამოსვლის დროს პრემიერმა ტრიბუნა, კანდიდატების შანსებსა და რეგიონში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრის გარდა, ყოფილი მმართველი პარტიის მწვავე კრიტიკისთვისაც კიდევ ერთხელ გამოიყენა.