მმართველი გუნდი აჭარაში საარჩევნო კამპანიას განაგრძობს. ხელისუფლების პირველმა პირებმა მოსახლეობას მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები ამჯერად მაღალმთიან რაიონებში წარუდგინეს.
გამოსვლებისა და სამომავლო ხედვების გაცნობის დროს განსაკუთრებული აქცენტი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და რეგიონის ტურისტული პოტენციალის ზრდაზე გაკეთდა. კანდიდატებისა და ახალი პროექტების პრეზენტაციას წინა ხელისუფლების მწვავე კრიტიკის გარეშე არც ამჯერად ჩაუვლია.