„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანია

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში „ქართული ოცნების“ სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, რევაზ სოხაძემ შეხვედრები ვარკეთილი 3-ის მოსახლეობასთან გამართა. კანდიდატმა ადგილობრივებს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ასევე, მათი საჭიროებები მოისმინა. საუბარი შეეხო კორპუსის სადარბაზოებისა და სკვერების მოწყობა-რეაბილიტაციას.