ევროინტეგრაციის გზაზე ღირსებით სვლა, სოციალური პირობების გაუმჯობესება, მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება და ნაციონალური მოძრაობის გასამართლება, – წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი გზავნილები „ქართულმა ოცნებამ“ ამჯერად თელავის მოსახლეობას გაუზიარა. კახეთში გამართულ შეკრებაზე მოქალაქეებს მმართველი პარტიის დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ მიმართა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები ერთგვარი რეფერენდუმია, სადაც არჩევანი მოსახლეობამ ომსა და მშვიდობას შორის უნდა გააკეთოს.