ომის რისკი, მშვიდობა, სტაბილური ქვეყანა და „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლება – ამ მოწოდებებით ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობას არჩევნებზე მაქსიმალური აქტიურობისკენ მოუწოდა. მან ხაზი გაუსვა 26 ოქტომბერს ხმის მიცემის მნიშვნელობას. ივანიშვილმა დეტალურად ისაუბრა, თუ რატომ სჭირდება სახელისუფლებო გუნდს კონსტიტუციური უმრავლესობა და რა გავლენა ექნება ამას ქვეყნის განვითარებასა და სტაბილურობაზე.