უახლოეს დღეებში „ქართული ოცნება“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას აპირებს.
განცხადება ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ გააკეთა, რომელიც „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს უხელმძღვანელებს. კობახიძის თქმით, პარტიაში მაჟორიტარობის კანდიდატებზე უკვე არსებობს შეთანხმება, რაც შეეხება პარტიულ სიას, მასზე მუშაობა გრძელდება და საბოლოო ფორმირებამდე ჯერ პარტიას აქვს დრო. დღესვე კობახიძემ განაცხადა, რომ საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე მომავალ პარლამენტშიც არჩილ თალაკვაძე იქნება.