პარტიების წინასაარჩევნო მზადება, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, აქტიურ ფაზაში შედის. რეგიონების შემდეგ, მმართველი გუნდი თბილისის დელეგატების წარსადგენად ემზადება და მათი ვინაობა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. რაც შეეხება რეგიონების დელეგატებს, „ოცნებამ“ 22 დელეგატი უკვე წარადგინა. უახლოეს დღეებში გაირკვევა თბილისის რვა დელეგატის ვინაობაც. საბოლოო სიას კი „ქართული ოცნება“ სექტემბრის შუა რიცხვებში დაასახელებს.