მმართველმა პარტიამ რეგიონებში დელეგატები წარადგინა.
22 დელეგატის ვინაობა, რომლებიც რეგიონებში „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიას გაუძღვებიან, საზოგადოებას პრემიერმა და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ გააცნეს. უახლოეს მომავალში მმართველი პარტია დელეგატებს დედაქალაქშიც წარადგენს. მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა, მათ შორის პარტიების რეიტინგებზე, ჰელსინკის კომისიის განცხადებაზე, მომავალ არჩევნებსა და მმართველი გუნდის საარჩევნო სიაზე, რომლის ფორმირებაც პრემიერის განცხადებით, სექტემბრის შუა რიცხვებში დასრულდება.