” ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ რეგიონული კონფერენცია გაიმართა ზუგდიდში. კონფერენციაზე საქალაქო ორგანიზაციების თავმჯდომარე, ბიუროს წევრები და ყრილობის დელეგატები აირჩიეს. კონფერენციას ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრი, პარტიის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი, პარტიის გენერალური მდივანი, თბილისის მერიკახი კალაძე და პარლამენტის თავჯდომარე, პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე. კონფერენციას 300 დელეგატი ესწრებოდა. ზუგდიდის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარედ ლაშა გოგია აირჩიეს.