მმართველი პარტია კახეთის რეგიონში პარტიული კონფერენციების ჩატარებას განაგრძობს. პარტიის ლიდერები ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებს დღეს ყვარელსა და გურჯაანში ხვდებიან, სადაც რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეებსა და ბიუროს წევრებს ირჩევენ. რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეობის კანდიდატებად დასახელებული არიან მუნიციპალიტეტის მერები. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ შემდეგი პარტიული კონფერენცია სიღნაღსა და დედოფლის წყაროში გაიმართება.