მმართველი პარტია საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება და რეგიონულ კონფერენციებს განაგრძობს. დღეს შეხვედრები დმანისსა და ბოლნისში გაიმართა. დაახლოებით ერთ საათში შეხვედრა შედგება მარნეულშიც, სადაც ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და ბიუროს წევრებს აირჩევენ. პარტიის წევრებმა კონფერენციაზე მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და საარჩევნო სამზადისზე ისაუბრეს.