„ქართული ოცნების“ რეგიონული კონფერენცია

„ქართული ოცნება“ რეგიონულ კონფერენციებს აგრძელებს. დუშეთის ორგანიზაციის თავმჯდომარედ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე აირჩიეს. შეირჩა ბიუროს წევრებიც. „ქართული ოცნების“ მცხეთის ორგანიზაციას უხელმძღვანელებს მცხეთის მუნიციპალიტეტი მერი, დიმიტრი ზურაბიშვილი. დღეს კონფერენციები გაიმართება ყაზბეგსა და თიანეთში.