„ქართული ოცნება“ ქვეყნის მასშტაბით პარტიულ კონფერენციებს მართავს. პარტიის თავმჯდომარე და უმრავლესობის წევრები მეორე დღეა სამცხე-ჯავახეთში იმყოფებიან. კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეებმა საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე და ბიუროს წევრებს აირჩიეს. გასვლით ღონისძიებები მიზნად ისახავს პარტიის სტრუქტურულ გაძლიერებას. რეგიონული კონფერენციები დღეს ასპინძაში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში გაიმართება.