გიგი უგულავას განცხადებით, „ქართული ოცნება“ რამდენიმე წევრმა დატოვა
„ქართული ოცნების“ რამდენიმე წევრმა პარტია დატოვა და „ევროპულ საქართველოს“ შეუერთდა, – ამის შესახებ ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ, სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
უგულავას განმარტებით, მათ პარტიას რუსთავის, გარდაბნისა და წალკის რაიონული ორგანიზაციების წევრები შეუერთდნენ. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ მისმა უკვე ყოფილმა წევრებმა, მმართველი გუნდის მხრიდან სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის გამო დატოვეს.
„ევროპულ საქართველოში“ გაკეთებულ განცხადებას და გავრცელებულ ინფორმაციას მმართველი გუნდიდან ცოტა ხნის წინ უპასუხეს.