კრისტიან დანიელსონის მედიატორობით ოპოზიციასთან მოლაპარაკების განახლების საკითხი იყო ერთ-ერთი მთავარი თემა, რაზეც დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომაზე იმსჯელეს. განიხილეს ასევე ეპიდვითარება და ვაქცინაციასთან დაკავშირებული საკითხებიც, ასევე სენატში საქართველოსთან დაკავშირებული განხილვა და დასავლეთის პოზიცია პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, თუ ოპოზიცია მოლაპარაკებებზე ერთ ნაბიჯს მაინც გადადგამს კომპრომისისკენ, შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი გახდება. უმრავლესობის წევრი, შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რომ მოლაპარაკებები კონკრეტული შედეგით დასრულდება იმ შემთხვევაში, თუ პარტიები საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესებით არ იმოქმედებენ.