„ქართული ოცნება“ პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. მმართველი გუნდი სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს. პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ, პარტიის ოფიციალური განცხადება გამოქვეყნდა, სადაც მისი ანგარიშია შეფასებული.