„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება

მმართველი გუნდის რამდენიმერაუნდიანი კონსულტაციების შემდეგ, სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესები დღეს კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური, ამჯერად „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე.

უმრავლესობა სასამართლო ხელისუფლების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და სისტემის მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობაზე საუბრობს.

ოფიციალურ განცხადებას, რომელიც პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გავრცელდა, არაერთგვაროვანი შეფასებები მოყვა გუნდის შიგნით. განცხადების შინაარსს არ ეთანხმება გედევან ფოფხაძე და ამბობს, რომ განსხვავებული ღირებულებების გამო, შეასაძლოა მმართველი პარტია დატოვოს, რასაც ასევე განსხვავებული შეფასებები მოყვა თანაგუნდელების მხრიდან.

ქეთი ქაშაკაშვილი მუშაობდა თემაზე.