„ქვეყნის სუვერენიტეტითა და უსაფრთხოებით ვაჭრობას არ ვაპირებთ, შანტაჟი ვერ გვაიძულებს ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯი გადავდგათ, სანქციები კონტრპროდუქტიულია და თავად სანქციის დამწესებელს აზიანებს“ – ასე პასუხობს „ქართული ოცნება“ ამერიკის სახელმწიფო მდივნის განცხადებას.
„ენტონი ბლინკენის სიტყვები და სავიზო შეზღუდვებით შანტაჟი სხვა არაფერია, თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შეზღუდვის უხეში მცდელობა“, – აღნიშნული პოლიტსაბჭოს წერილში.