„ქართული ოცნების“ პასუხი ოპოზიციას

თბილისსა და კახეთში გამართულ აქციებს გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე. ირაკლი კობახიძის შეფასებით, გუშინდელმა მოვლენებმა რადიკალური ოპოზიციის სახე კიდევ ერთხელ წარმოაჩინა და დაადასტურა, რომ მათი ერთადერთი მიზანი ესკალაცია, პროვოკაცია და ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნაა. კობახიძემ ელენე ხოშტარიას დაკავების შესახებაც გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ ის თანხას სწორედ სანქცირებული, რუსული ბიუჯეტიდან იღებს.

მიმდინარე პროცესებს ეხმაურება თბილისის მერიც. კახა კალაძის თქმით, რუსეთში ბევრი ქართველი ცხოვრობს, შესაბამისად, პირდაპირი ფრენები მათ ცხოვრებას გაუმარტივებს.