„ქართული ოცნება“ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პარტიულ კონფერენციებს აგრძელებს. პარტიის ლიდერები დღეს ხობში იმყოფებიან. რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ხობის მერი დავით ბუკია აირჩიეს, ასევე მოხდა ხობის რაიონული ორგანიზაციის ბიუროს წევრების წარდგენა. შეხვედრებზე საუბრის მთავარი თემა, პარტიის ლიდერების თქმით, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებია.