„ქართული ოცნების“ ოზურგეთის რაიონულ ორგანიზაციას მერაბ ჭანუყვაძე უხელმძღვანელებს
პარტია ქართული ოცნების ოზურგეთის რაიონულ ორგანიზაციას გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე უხელმძღვანელებს.
პარტიის კონფერენცია ურეკის კულტურის სახლში გაიმართა.
დღესვე აირჩიეს ბიუროს წევრები და დელეგატები. ღონისძიებას ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ოზურგეთამდე ყრილობა ბათუმში ჩატარდა, სადაც პარტიის თავმჯდომარედ ლაშა კომახიძე აირჩიეს.