უკვე ერთი საათია, „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. შეხვედრას მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს. შეკრებაზე მიმდინარე პროცესებსა და პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ინიციატივის პარლამენტში ჩავარდნის შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე მსჯელობენ. სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე იმართება.
ნათია ქენქაძე აშუქებს დღევანდელ შეხვედრას. დეტალებითა და სხდომის წინ გაკეთებული განცხადებებით, პირდაპირ ეთერში „მოამბის“ ჟურნალისტი შემოგვიერთდება – რა ხდება უმრავლესობის ოფისთან?