ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან პარტია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეებმა ოფისს კვერცხები და ცოცხები ესროლეს შეძახილებით – „მიშას მონებო“. ამავე სიტყვებით მიმართეს მათ პარტიის წევრ გრიგოლ ვაშაძეს და სხვა ლიდერებს, რომლებიც ქუთაისის ოფისში ბრიფინგის გასამართად ჩავიდნენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.