„ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ ღონისძიებას, „ენმ“-ში კონტრაქციად აფასებენ
14 დეკემბერს „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ ღონისძიებას, კონტრაქციად აფასებენ „ნაციონალურ მოძრაობაში“ და მიაჩნიათ, რომ ეს ფაქტი ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გაღრმავებას შეუწყობს ხელს. ოპონენტების მოსაზრებებს თბილისის მერი პასუხობს.
კახა კალაძის განმარტებით, ფართომასშტაბიანი გამოსვლა საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობას უკავშირდება და მას პოლიტიკურ აქციასთან კავშირი არ აქვს.