„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის წარდგენა ფოთში

„ქართული ოცნება“ მერობის კანდიდატების წარდგენას განაგრძობს. პრემიერ-მინისტრმა დღეს ფოთის მერობის კანდიდატი, ბექა ვაჭარაძე და მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა. სიტყვით გამოვიდნენ პარლამენტის თავმჯდომარე, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრები. მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა მიმოიხილეს ფოთში განხორციელებული პროექტები, მოსახლეობას სამოქმედო გეგმა გააცნეს და მათ მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. მანამდე კი, საქართველოს პრემიერმა ხობის მერობის კანდიდატი დავით ბუკია წარადგინა.