„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის წარდგენა ბოლნისსა და დმანისში

„ქართულმა ოცნებამ“ ბოლნისისა და დმანისის მერობის კანდიდატები წარადგინა. კანდიდატები საზოგადოებას პრემიერ-მინისტრმა პირადად წარუდგინა. ბოლნისის მერობისთვის დავით შერაზადიშვილი, დმანისის მერობისთვის კი კობა მურადაშვილი იბრძოლებს.

პრემიერის განცხადებით, წარდგენილ კანდიდატებს აქვთ რესურსი, მოიპოვონ ღირსეული გამარჯვება და მოაგვარონ რეგიონში არსებული პრობლემები. დღესვე, მმართველმა პარტიამ ბოლნისისა და დმანისის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატებიც წარადგინეს.