„ქართული ოცნების“ ლიდერებმა დღეს ყაზბეგის, თიანეთის და დუშეთის მერობის კანდიდატები წარადგინეს. ყაზბეგში კენჭს ბაკურ ავსაჯანიშვილი იყრის, თიანეთში – ლევან წიკლაური, დუშეთში – მანანა ნარიმანიძე.
წარდგენისას „ქართული ოცნების“ ლიდერებმა რეგიონის პოტენციალზე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა ადგილობრივი წარმოების განვითარების მნიშვნელობასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. მერობის კანდიდატებმა განაცხადეს, რომ ადგილობრივების პრობლემებს კარგად იცნობენ და გუნდთან ერთად მათ მოგვარებაზე იზრუნებენ.