„ქართული ოცნების“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარობის კანდიდატი წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. გოგი მეშველიანი რამდენიმე სოფლის მოსახლეობას შეხვდა, ადგილზე არსებულ პრობლემებს კიდევ ერთხელ გაეცნო და ადგილობრივებს წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო.