„ქართულ ოცნებაში“ გუნდში არსებულ ურთიერთობებზე საუბარი უწევთ.
გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს. ასეთი პასუხი აქვს მთავრობის მეთაურს ბოლო დღეებში მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით უახლოეს პერიოდში პრემიერ-მინისტრის შეცვლა იგეგმება. გახარია პარტიის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან შესაძლო დაპირისპირებაზე ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს და განმარტავს, რატომ ჩაიარა პარტიის პოლიტსაბჭოს ბოლო ორმა სხდომამ მისი მონაწილეობის გარეშე.