„ქართული ოცნების“ კვლევა - ოპოზიციის გამოხმაურება

„ქართულმა ოცნებამ“ ქუთაისში პარტიული რეიტინგისა და მერობის კანდიდატების შესახებ სოციოლოგიური კვლევების შედეგები გამოაქვეყნა.

გივი მიქანაძის განცხადებით, ქუთაისში „ქართული ოცნების“ კანდიდატს, იოსებ ხახალეიშვილს ყველანაირი მონაცემი აქვს, რომ პირველივე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვოს.

ოპოზიციაში მმართველი გუნდის მიერ ჩატარებულ კვლევას არ ენდობიან.